07 ოქტომბერი 2024,   22:23
ვრცლად
სომხეთის სპეცსამსახური შტურმისთვის ემზადება - აქტივისტებს იარაღის დაყრისთვის ერთსააათიანი ვადა აქვთ

სომხეთის სპეცსამსახურები შეიარაღებულ აქტივისტებს, რომლებიც უკვე მეორე კვირაა, საპატრულო პოლიციის საგუშაგოს იკავებენ, იარაღის დასაყრელად ერთ საათს აძლევენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ სპეცრაზმი შენობას შტურმით აიღებს.

უსაფრთხოების სამსახური სასნა ცრერის წარმომადგენლებს და მომხრეებს აფრთხილებს, რომ შენობაში შესვლის ნებისმიერი მცდელობა ტერორიზმის ხელშეწყობად შეფასდება და სამართალდამცველები უფლებამოსილნი იქნებიან, გაუფრთხიულებლად გახსნან ცეცხლი.

სპეცსამსახურები მოსახლეობას შენობასთან მიახლოვებისაგან თავის შეკავებას ურჩევენ და ადგილზე მყოფ მომიტინგეებსაც დაშლისკენ მოუწოდებენ.

გვიან ღამით სასნა ცრერის მომხრეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები მოხდა. არეულობის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, 165 მომიტინგე კი დაკავებულია. 

დღის ამბები