07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
სამხედრო ამბოხი თურქეთში - სტამბოლის სასამართლომ დაკავებული 759 ჯარისკაცი გაათავისუფლა

სტამბოლის სასამართლომ სამხედრო ამბოხში მონაწილეობისთვის დაკავებული 759 ჯარისკაცი გაათავისუფლა. გადაწყვეტილება მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო.

გამოძიების ინფორმაციით, დაკითხვების შემდეგ დადგინდა, რომ ისინი საფრთხეს არ წარმოადგენენ და არც ქვეყნის დატოვებას აპირებენ.

პროკურატურის მოთხოვნითვე, 231 ჯარისკაცი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.

თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის 16 ივლისს მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობისთვის ძალოვანებმა 9 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. 

დღის ამბები