03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს შენობა 120 წლისაა

საქართველოს პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს შენობის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო. გიორგი მარგველაშვილმა იქ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. ღონისძიებას სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ყოფილი მოსამართლეები ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ ვაშენებთ იმ სასამართლოს, რომელიც გარანტორი არის ქვეყნის სტაბილურობის, მშვიდობის და სამართლისა ჩვენს ქვეყანაში. ეს არ არის იოლი გზა, სასამართლო არის გარანტი ჩვენი უფლებების რეალური დაცვის და ამ გზას სჭირდება სერიოზული შრომა,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.

განცხადება გააკეთა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემაც. კონსტანტინე კუბლაშვილის თქმით, სასამართლოს სრულყოფილი რეფორმირებისათვის აუცილებელია მოსამართლეები ინიშნებოდნენ უვადოდ. კუბლაშვილმა ეს პროცესი სასამართლოს შენობის ასაკს სიმბოლურად შეადარა.

„უფრო მეტი ობიექტურობისათვის, პირველ რიგში, სასამართლოს სჭირდება ის, რაც აქვს ამ შენობას - უცვლელობა და მუდმივობა. 120 წელია ეს შენობა დგას, თავისი არსებობის მესამე საუკუნეში შეაბიჯა და სწორედ ასე უნდა იყვნენ მოსამართლეები, უვადოდ უნდა იყვნენ დანიშნული და მაშინ მათ ექნებათ სტაბილურობა და უცვლელობა,“ - განაცხადა კუბლაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები