07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
ტერაქტის განგაში და ევაკუირებული ობიექტები მიუნხენში

ტერაქტის განგაში მიუნხენში. ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ არსებული შეტყობინების შემდეგ სამართალდამცველებმა მიუნხენის სავაჭრო ცენტრის და რკინიგზის სადგურის ევაკუაცია მოახდინეს. ორივე ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის ქვედანაყოფები და განმაღმველთა ბრიგადები.

პოლიციის ინფრომაციით, ტერიტორიების შესწავლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა არც სადგურზე და არც სავაჭრო ცენტრში აღმოჩენილი არ არის. გერმანიაში უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები თავდასხმების სერიის შემდეგ მოქმედებს.

დღის ამბები