07 ოქტომბერი 2024,   22:28
ვრცლად
დასავლეთი ეჭვობს, რომ დამასკო და მოსკოვი ევაკუაციას ალეპოში ქალაქზე შტურმისთვის იყენებენ

მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო სირიის ქალაქ ალეპოში. ათასობით ადგილობრივი ქალაქს ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით ტოვებს. ოპერაცია რუსეთისა და სირიის სამთავრობო ძალების მიერაა ორგანიზებული. ოფიციალური პირების განცხადებით, ჰუმანიტარული ოპერაცია მოსახლეობის გადარჩენის მიზნით დაიგეგმა, რადგან გაერო-ს მონაცემებით, ქალაქში, სადაც საკვებისა და სასმელი წყლის მარაგი იწურება, 300 ათასამდე ადამიანია დარჩენილი.

დასავლეთში კი ფიქრობენ, რომ მოსახლეობის ევაკუაციის შემდეგ მოსკოვი და დამასკო ქალაქზე შტურმს გეგმავენ, მათ შორის შეტევას მეამბოხე ძალების პოზიციებზე. ამ ეჭვებს მოსკოვშიც და დამასკოშიც უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბაშირ ალ ასადის ამნისტიის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ 30-მდე მეამბოხე უკვე ჩაბარდა სირიის სამთავრობო ძალებს. გაერო მოსკოვს ჰუმანიტარულ დერეფნებზე კონტროლის გადაცემას სთხოვს.

დღის ამბები