07 ოქტომბერი 2024,   22:27
ვრცლად
"სასნა ცრერის" შეიარაღებულმა აქტივისტებმა მძევლები გაათავისუფლეს და 1 პოლიციელი მოკლეს

სასნა ცრერის შეიარაღებულმა აქტივისტებმა, მძევლები გაათავისუფლეს. საუბარია ექიმებზე, რომელბიც პოლიციის საგუშაგოს შენობაში ოთხი დღის წინ დაჭრილი აქტივისტების დასახმარებლად შევიდნენ. ერთ-ერთმა ექიმმა გაქცევა მოახერხა, დანარჩენი ორი კი აქტივისტებმა გუშინ მომხდარი სროლის შემდეგ გაათავისუფლეს.

სპეცსამსახურმა სასნა ცრერის წარმომადგენლებს იარაღის დაყრისა და შენობის დატოვებისთბისთვის ერთი საათი მისცა, მაგრამ უშედეგოდ. სამართალდამცველების განცხადებით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ აქტივისტებმა სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს და ერთი პოლიციელი მოკლეს.

საგუშაგოს შენობასთან გვიან ღამით ისევ სასნა ცრერის მომხრეები შეიკრიბნენ, უსაფრთხოების სამსახურის გაფრთხილების შემდეგ მათ მსვლელობა ბაგრამიანის მოედნისკენ მოაწყვეს და სამთავრობო შენობებთან შეიკრიბნენ. ისინი აქციის გამართვას პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გეგმავდნენ, თუმცა ძალოვანებმა ამის საშუალება არ მისცეს. აქცია მშვიდობიანად დასრულდა. 

დღის ამბები