07 ოქტომბერი 2024,   22:21
ვრცლად
სროლას ტეხასში მხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულები

ამ წუთებში ტეხასის ქალაქ ოსტინში სპეცოპერაცია მიმდინარეობს. სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც რამდენიმე საათის წინ გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით დაშავებულია 4 და დაღუპულია 1 ადამიანი. ინციდენტი ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ბართან მოხდა. 

დაზუსტებით ცნობილი არ არის, რამდენი თავდამსხმელი მოქმედებს ოსტინში. პოლიციაში ინფორმაცია სროლის შესახებ ორი სხვადასხვა ადგილიდან შევიდა. 

 

 

დღის ამბები