07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ერევანში სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის-"სასნა ცრერის" წევრები პოლიციას არ ნებდებიან

ერევანში ვითარება ისევ დაიძაბა. პოლიციის საგუშაგოსთან, სადაც შეიარაღებული აქტივისტები იმყოფებიან, სროლისა და აფეთქებების ხმა ისმის. დეტალებს ოფიციალური პირები არ ახმაურებენ. ტერიტორიაზე სპეცრაზმია მობილიზებული, ძალოვანებს კი გაუფრთხილებლად სროლის უფლება აქვთ.

დღეს დილით სასნა ცრერის შეიარაღებულმა აქტივისტებმა, სამივე მძევალი გაათავისუფლეს. საუბარია ექიმებზე, რომელებიც შენობაში დაჭრილი აქტივისტების დასახმარებლად ოთხი დღის წინ შევიდნენ.

სპეცსამსახურმა სასნა ცრერის აქტივისტებს იარაღის დაყრისა და შენობის დატოვებისთვის გუშინ ერთი საათი მისცა, თუმცა პოლიციის ცნობით, ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ აქტივისტებმა ცეცხლი გახსნეს და ერთი პოლიციელი მოკლეს. ოპოზიცია ხელისუფლებას საგუშაგოს ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში შენობასთან მასშტაბური მიტინგის გამართვით იმუქრება.

დღის ამბები