07 ოქტომბერი 2024,   22:24
ვრცლად
ისლამური სახელმწიფოს მორიგი თავდასხმების სერიას ერაყში მსხვერპლი მოჰყვა

ისლამური სახელმწიფოს მორიგი თავდასხმების სერია ერაყში - ტერორისტების სამიზნე ქალაქ კირკუკში მდებარე ენერგო ობიექტები გახდა. ISIS-ის მებრძოლები ნავთობსაცავის ტერიტორიაზე მანქანით შეიჭრნენ და რამდენიმე რეზერვუარი ააფეთქეს.

უსაფრთხოების სამსახურმა თავდასხმის დროს სამი ტერორისტი მოკლეს. რამდენიმე საათით ადრე თვითმკვლელმა ტერორისტებმა გაზის გადამამუშავებელ საწარმოზე მოაწყვეს თავდასხმა. ტერაქტის შედეგად დაიღუპა 4 თანამშრომელი, ორი ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დღის ამბები