07 ოქტომბერი 2024,   22:18
ვრცლად
კიდევ ერთ თავდასხმა და დაშავებული ტეხასის ქალაქ ოსტინში

სპეცოპერაცია ტეხასის ქალაქ ოსტინში ამ დრომდე გრძელდება. სამართალდამცველები ბოროტმოქმედს ეძებენ, რომელმაც ქალაქის ცენტრში ერთ-ერთ ბართან გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, სამი დაჭრილი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

კიდევ ერთი მამაკაცი დაშავდა იმავე ქუჩაზე მდებარე ავტოფარეხთან სროლის დროს. გამოძიების ვერსიით, ორივე შემთხვევაში თავდასხმა ერთმა პიროვნებამ მოაწყო. ეჭვმიტანილის ვინაობა პოლიციისთვის ცნობილია, თუმცა ინფორმაციას ძალოვანები არ ახმაურებენ.

მიმდებარე ტერიტორია ამ დრომდე გადაკეტილია. სამართალდამცველები მოუწოდებენ მოსახლეობას ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები