03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
რეიდები ფოთში

ფოთში პოლიციის რეიდები მიმდინარეობს. როგორც „კურიერის“ კორესპონდენტი იუწყება, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ქალაქის ქუჩებში მოძრავ ავტომობილებს ამოწმებენ. სამართალდამცველები მძღოლების ვინაობით ინტერესდებიან, თხოვენ დოკუმენტაციას და მოწმედება ავტომანქანის საბარგულებიც.
შემოწმებას ნიღბიანი, ჯავშანჟილეტებითა და ცეცხლასასროლი იარაღით შეიარაღებული პირები აწარმოებენ. რატომ ტარდება ქალაქში სპეციალური საპოლიციო ღონისძიებები ამ დრომდე უცნობია. ფოთის პოლიციაში კომენტარს არ აკეთებენ.
მსგავსი რეიდები ფოთში ორი თვის წინაც განხორციელდა.

დღის ამბები