03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებაზე "ჯორჯიან ეარვეისში" პასუხი ჯერჯერობით არა აქვთ

ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებენ "ჯორჯიან ეარვეისში" ეკონომიკის მინისტის გუშინდელ ბრიფინგთან დაკავშირებით.

გიორგი კვირიკაშვილმა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გადაწყვეტილება კონსულტაციების გამართვამდე გააუქმა და ფრენების პარიტეტული გრაფიკი აღადგინა.

ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა აირზენა პროვოკაციულ ქმედებებში დაადანაშაულა.

ასეთ შემთხვევაში აირზენა აქციების გაგრძელებასა და შიმშილობის დაწყებას გეგმავდა. თუმცა, "ჯორჯიან ეარვეისის" საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი შიდა კონსულტაციების დასრულების შემდეგ გახდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები