03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ყაზახეთთან ბიზნესთანამშრომლობა გაგრძელდება

"სილქროუდ ჯგუფის" დამფუძნებელმა და ყაზახეთის ელჩმა თანამშრომლობის პირველი ეტაპი შეაჯამეს. ერთობლივი ინვესტიციებით განხორციელებულ პროექტებს ორივე მხარე წარმატებებულს უწოდებს.

"სილქროუდ ჯგუფის" განმარტებით, თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

"2005 წელს სასტუმრო "რედისონის" წინ ჩაიდო პირველი ქვა ყახაზეთის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის, მიერ და ამან მისცა მძლავრი იმპულსი ყაზახურ ინვესტიციებს საქართველოში და ჩვენ, როგორც "სილქროუდ გრუპის" ქართველმა პარტნიორმა, განვახორციელეთ მრავალი წარმატებული პროექტი," - განაცხადა "სილქროუდ გრუპის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, გიორგი რამიშვილმა.

თანამშრომლობის გაგრძელების იმედი აქვს  ყაზახურ მხარესაც. ყაზახეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ერმუხამეტ ერტისბაევი მადლობას უხდის ქართული კომპანიის წამრომადგენლებს და იმედოვნებს, რომ წარმატებული პარტნიორობის მაგალითი მისაბაძი გახდება სხვა ქვეყნებისთვისაც. 

 

დღის ამბები