03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
რუსთავთან ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა გორგასლის ქუჩაზე. ერთმანეთს შეეჯახა სატვირთო მანქანა და მსუბუქი ავტომობილი.

დაღვრილია საწვავი, რომელიც სატვირთოს გადაჰქონდა. ადგილზე მოხდა სახანძრო მანქანების მობილიზება. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

მოძრაობა გორგასლის ქუჩასა და რუსთავის გზატკეცილზე ამ დროისთვის აღდგენილია.

დღის ამბები