03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
გურამ ჯალაღონიას მტკიცებით, აირზენას სურს მოახდინოს ფრენების შემცირება და ასე მაღალი ფასის შენარჩუნება

შიდა კონსულტაციები მიმდინარეობს "ჯორჯიან-ეარვეისში" ეკონომიკის მინისტრის გუშინდელ განცხადებებთან დაკავშირებით.

ავიაკომპანიის წარმომადგენლებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა გიორგი კვირიკაშვილის ბრიფინგს უკვე გამოეხმაურა სამოქალაქო ავიაციის თავმჯდომარე, რომელმაც თქვა, რომ კომპანიის წარმომადგენლები ცდილობენ, ბაზარზე შექმნან დეფიციტი და ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილება იყო დროული და ადეკვატური.

როგორც სამოქალაქო ავიაციის თავმჯდომარე, გურამ ჯალაღონია, ამაბობს, "კვირიკაშვილის გადაწყვეტილება იყო დროული, ისმოდა მუქარა რომ გადაკეტავდნენ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, რომ "აქედან არ გავლენ", რომ "აქედან გამიტანენ მე" და ა.შ. განიმუხტა სიტუაცია და, რომ არ გართულებულიყო ვითარება, მივიღე გადაწყვეტილება, მომეწერა ხელი  და დავთანხმდი, თვითონაც მიხვდნენ, რომ ცუდად მოიქცნენ და მათი მოთხოვნები არ არის რეალური, მაგათ სჭირდებათ არა ავიაციის გადარჩენა, არამედ სურთ ბაზარზე ხელოვნურად შექმნან დეფიციტი." 

ამავე თემაზე
დღის ამბები