03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
„საქართველოს მთავრობა გადაიქცა ივანიშვილის მაფიოზური კლანის მომსახურე ნოტარიუსად“, - სერგო რატიანი

„საქართველოს მთავრობა გადაიქცა ივანიშვილის მაფიოზური კლანის მომსახურე ნოტარიუსად“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სერგო რატიანი საყდრისში მიმდინარე სამუშაოების დაწყებას და მისთვის არქეოლოგიური ძეგლის სტატუსის მოხსნას.  

რატიანის თქმით, კულტურის მინისტრის ბრძანება ერთხელ უკვე გააუქმა სასამართლომ და ახალმა მინისტრმა მეორედ მიიღო ბრძანება, რომ არქეოლოგიური ძეგლის სტატუსი მოეხსნა საყდრისისთვის. როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი განმარტავს, მინისტრმა ამ ბრძანებას ხელი 12 დეკემბერს მოაწერა, 13-ში კი "არ ემ ჯი გოლდმა" სამუშაოები დაიწყო.  

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე კი წუხილს გამოთქვამს და „სასაცილოს“ უწოდებს იმ ფაქტს, რომ საზოგადოების ნებისმიერი უკმაყოფილებას ბიძინა ივანიშვილის სახელს უკავშირებენ.

საგანელიძის თქმით, კულტურულ მემკვიდრეობასა და ქვეყნის ინტერესებს შორის ხაზი მკაცრად უნდა იყოს დაცული და განსაზღვრული. მან ასევე განმარტა, რომ ეკონომიკის განვითარება ქვეყანაში და თუნდაც საბადოების მოპოვება მსოფლიოში დამკვიდრებული წესებით უნდა მოხდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები