03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ავარია კასპში - 2 მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კასპის შესასვლელთან 2 მამაკაცი მძიმედ დაშავდა. შემთხვევის დროს მანქანაში კიდევ 3 ბავშვი იჯდა, თუმცა მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ოჯახი მუხრანიდან კასპში, სამშობიაროში მიდიოდა ახლადშეძენილი ბავშვის სანახავად, როდესაც მძღოლმა გზაზე ორმოს ააცილა, საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარის კალაპოტში გადავარდა.

ერთ-ერთი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი იყო, რომელიც ეტლით გადაადგილდება. მის ამოსაყვანად სამაშველო ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო.

ორივე დაზარალებული კასპის საავადმყოფოში იმყოფებიან. განსაკუთრებით მძიმეა მძღოლის მდგომარეობა, რომელიც ჰოსპიტალიზირების დროს უგონოდ იყო.

დღის ამბები