03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
სოფელ ოტობაიაში ადამიანის გატაცების მცდელობისას ყაჩაღებმა 65 წლის მამაკაცი მოკლეს

გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ყაჩაღები თავს დაესხნენ 65  წლის ნაპო უჩავა.

დამნაშავეებმა მისი გატაცება სცადეს, რა დროსაც უჩავამ მათ წინააღმდეგობა გაუწია, ნიღაბი ჩამოხსნა და შეეცადა ცეცხლსასროლი იარაღი წაერთმია. ყაჩაღებმა მას თავში 2 ტყვია ესროლეს რის შედეგადაც ნაპო უჩავა ადგილზე გარდაიცვალა. დამნაშავეებმა გარდაცვლილი მკვლელობის ადგილზე,  საკუთარ ეზოში დატოვეს და მიიმალნენ.

ნაპო უჩავა სოფელ ოტობაიაში 2 დღის წინ გადავიდა. ცნობილია, რომ მის ერთ-ერთ შვილს მოსკოვში ბიზნესი აქვს.

დღის ამბები