03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
დაკარგული საყდრისი

თითქმის 5 ათასი წლის წინ გათხრილი ოქროს მაღაროს არსებობა კომპანია "არ ემ ჯი გოლდმა" ორი აფეთქებით დაასრულა. დღეს კი დილიდან მის ნანგრევებთან ორი საპროტესტო აქცია გაიმართა.

საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა დილიდან საპროტესტო აქცია კულტურის სამინიტროსთან დაიწყეს, შემდეგ საბადოსთან გააგრძელეს და ბოლოს პოლიციასთან დაასრულეს. ასამდე აქტივისტმა პოლიციაში განცხადება შეიტანა და მოითხოვა, რომ უკვე აფეთქებულ ობიექტზე დროებით შეჩერდეს სამუშაოები.

საყდრისის ბედი 12 დეკემბერს კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ გადაწყვიტეს.

ოფიციალური გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს ოქროს მომპოვებელმა კომპანიამ ადგილზე სამუშაოები დაიწყო. "არ ემ ჯი გოლდში" განმარტავენ, რომ ასეთი სიჩქარე კომპანიის საწარმოო აუცილებლობით იყო გამოწვეული.

სამუშაოები საყდრისში ამ წუთებშიც გრძელდება. კომპანია "არ ემ ჯი" და სახელმწიფო სტრუქტურები ამტკიცებენ, რომ ეკონომიკურად, იურიდიულად და კულტურული ღირებულების თვალსაზრისით მათ სწორი პოზიცია დაიკავეს. სამუშაოების დაწყებას ემხრობიან ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რომლებიც სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად იბრძოდნენ. მეცნიერების და აქტივისტების ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ საყდრისი უნიკალური კულტურული მნიშვნელობის ძეგლი იყო და ის უნდა შეგვენარჩუნებინა.

ამავე თემაზე
დღის ამბები