03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ერთი გარდაცვლილი და ხუთი დაშავებული - ავარია თბილისში

17 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა ავტოკატასტროფას თბილისში. უბედური შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე მოხდა. ერთმანეთს სუბარუს, ვოლვოს და ბე-ემ-ვე-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ. ავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, რომელთაგან სამის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თბილისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტი მიზეზი, ამ დრომდე უცნობია. მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

დღის ამბები