03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
ანი მიროტაძე პარლამენტში საყდრისის საკითხის განხილვას მოითხოვს

საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხი შესაძლოა მიმდინარე კვირას პარლამენტმა განიხილოს. უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე დარწმუნებული არ არის, დაიბარებენ თუ არა კულტურის მინისტრს ან ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს პარლამენტში, თუმცა საკითხს სხდომაზე ის აუცილებლად დააყენებს განსახილველად.

„არ მინდა, რომ ამას ჰქონდეს პოლიტიზებული და ახირებული ხასიათი. თუ არგუმენტები იქნება მყარი, მაშინ ორივე მხარესთან არის სასაუბრო და მათ უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს საქმე არ არის ჩვეულებრივი რიგითი საქმე და ინტერესი ამ საქმის მიმართ არის ძალიან მაღალი. გამიჭირდება გითხრათ, რომ დავიბარებთ კულტურის მინისტრს, ან ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს, მაგრამ დადასტურებულად შემიძლია გითხრათ, რომ ამ საკითხზე მსჯელობას პარლამენტში აუცილებლად მოვითხოვ,“ - განაცხადა  მმართველი გუნდის წარმომადგენელმა ანი მიროტაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები