03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი რუსულ მხარეს შეხვდება

რა ფორმატით და რა ინტენსივობით გაგრძელდება ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის - ამ საკითხზე მიმდინარე კვირას საქართველოს სამოქალაქოს ავიაციის ხელმძღვანელი რუსულ მხარესთან დაგეგმილ შეხვედრაზე იმსჯელებს.

ასევე დღეს გახდება ცნობილი, თუ რა ფორმატით გააგრძელებს პროტესტს „ჯორჯიან ეარვეისი“. სამომავლო გეგმების შესახებ კომპანიის წარმომადგენლები სპეციალურ ბრიფინგზე ილაპარაკებენ.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გურამ ჯალაღანია განმარტავს, რომ მათ უკვე დათმეს პოზიციები და „აირზენას“ ზეწოლის შედეგად ფრენების თანაბარი უფლება 10-10-ზე მისცეს ქართულ და რუსულ კომპანიას. გურამ ჯალაღანიას ინფორმაციით, მსჯელობა გაიმართება და შედეგი იქნება ისეთი, რომელიც არც ერთ მხარეს არ დააზარალებს.

„რუსულ მხარესთან შეხვედრები გაიმართება და თემა იქნება ფრენის სიხშირეები, დანიშნული კომპანიები და ალბათ წამოიჭრება საკითხები, მოსკოვის გარდა, სხვა ქალაქებთან  ურთიერთობის დამყარების შესახებაც. შეიძლება „აირზენაც“ იყოს, სხვა კომპანიაც იყოს, შევჯერდებით, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარე. აირზენას ზეწოლის შედეგად მოხდა ისე, რომ გაკეთდა 10-10-ზე. შევჯერდებით და რაღაც კონსენსუსამდე მივალთ,“ - განაცხადა გურამ ჯალაღანიამ რუსთავი 2-თან სატელეფონო ინტერვიუში.

ამავე თემაზე
დღის ამბები