03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
ვატიკანის დელეგაციას კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა

თბილისში ვიზიტად მყოფ ვატიკანის დელეგაციას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უმასპინძლა. შეხვედრაზე ორმხრივ ურთიერთობებსა და მეგობრობაზე ილაპარაკეს. რომის პაპის წარმომადგენელი, კარდინალი კურტ კოხი პირველად იმყოფება საქართველოში. მან ილია მეორეს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის. დელეგაციამ ვიზიტისას ქართული ეკლესია-მონასტრებიც მოინახულა.

"ეს არის გაგრძელება იმ ტრადიციული და ისტორიული ურთიერთობისა, რომელიც საუკუნეეების მანძილზე ჩამოყალიბდა ვატიკანსა და საქართველოს ეკლესიას შორის. ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას დიალოგებში რომის კათოლიკებთან. კარგი შედეგი აქვს ამ შეხვედრებს," - განაცხადა პატრიარქმა.

„საქართველოში პირველად ჩამოვედი და ძალიან მიხარია, რომ მომეცა მის უწმინდესობასთან შეხვედრის შესაძლებლობა. მინდა მადლობა გადაგიხადოთ, გისურვოთ ყოველივე საუკეთესო და ღვთის წყალობა,” - განაცხადა კარდინალმა კურტ კოხიმ.

დღის ამბები