03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
ევროკავშირი თურქეთში მედიის წარმომადგენლების დაკავებას გმობს

ევროკავშირი თურქეთში ჟურნალისტთა დაკავებებს გამოეხმაურა. ორგანიზაციის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც ნათქვამია, რომ პოლიციის რეიდები და ჟურნალისტთა დაპატიმრებები მიმართულია ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების წინააღმდეგ.

რეიდები სამართალდამცველებმა თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ჩაატარეს და 27 ჟურნალისტი და რედაქტორი დააკავეს. ოპერაცია კორუფციულ სკანდალს უკავშირდება, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე დაიწყო.

ოპოზიციამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანი და მისი გარემოცვა კორუფციულ გარიგებებში დაადანაშაულა. პრეზიდენტმა კი ოპოზიციისა და მისი მომხრე მედიასაშუალებების ქმედებები სახელმწიფო გადატრიალების მომზადების მცდელობად შეაფასა.

დღის ამბები