03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
„გადადგეს დირექტორი,” - აქცია და ჩაშლილი სასწავლო პროცესი 195-ე სკოლაში (ფოტო)

ხმაურია ამ წუთებში 195-ე საჯარო სკოლასთან, სადაც მასწავლებლები დირექტორის გადადგომას და გათავისუფლებული დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ.

მასწავლებლების პროტესტის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. პედაგოგები განათლების სამინისტროსგან მოქმედი დირექტორის ქეთევან თოფურიას გადადგომას ითხოვენ. „კურიერთან“ საუბრისას ისინი აცხადებენ, რომ თოფურია ნაკისრ ვალდებულებებს თავს ჯეროვნად ვერ ართმევს და სკოლა შეფერხებით მუშაობს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქეთევან თოფურია სკოლას 9 სექტემბრიდან ხელმძღვანელობს და მას შემდეგ სასწავლო პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. პედაგოგების განცხადებით, მათ აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც თოფურიამ ყოფილი დირექტორის მოადგილე მაია წეროძე თანამდებობიდან გაანთავისუფლა.

მასწავლებლები წეროძის თანამდებობაზე აღდგენას ითხოვენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები