03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
პრევენციის ეროვნული მექანიზმზე ომბუდსმენის საკონსულტაციო საბჭო იმუშავებს

სახალხო დამცველი პრევენციის ეროვნული მექანიზმის საკონსულტაციო საბჭოს ქმნის. საბჭო წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის საწინააღმდეგო ეროვნულ მექანიზმებზე იმუშავებს. საბჭოს წევრები საკუთარ მოსაზრებებს სახალხო დამცველს წარუდგენენ.

ჯგუფში სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები და მართლმსაჯულების სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები გაერთიანდნენ.

“ჩვენ რეალურად ეს საბჭო გვეყოლება იმისთვის, რომ მომავალში მაქსიმალურად ყველა საკითხზე ვიმუშაოთ. საბჭო წარადგენს კონკრეტულ მოსაზრებებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განსახორციელებელი აქტივობების შესახებ,“ - განმარტავს სახალხო დამცველი.

ამავე თემაზე
დღის ამბები