03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
მძარცველი მასწავლებელს გაკვეთილის მსვლელობისას დაესხა თავს [ფოტო]

სამტრედიის რაიონის სოფელ მალაურის საჯაროს სკოლაში ინციდენტი მოხდა. ნიღბიანი თავდამსხმელი სკოლაში შევიდა და სასწავლო პროცესის მსვლელობისას მე-12 კლასის საკლასო ოთახში შევიდა, მან მასწავლებელს ოქროს ბეჭედი მოსთხოვა, შემდეგ კი ცივი იარაღით ხელი დაუშავა.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ ეს სკოლაში მასწავლებელზე თავდასხმის მეორე შემთხვევაა. მსგავსი ინციდენტი შარშანაც მოხდა. თავდამსხმელმა მასწავლებელს ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი წაართვა.  

დაშავებული მასწავლებელი დაკითხვაზე იმყოფება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები