03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
რატომ გაიზარდა შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში 360 მილიონი ლარით?

რატომ გაიზარდა შრომის ანაზღაურება საჯარო სექტორში 360 მილიონი ლარით? - ამ კითხვით მიმართავს ხელისუფლებას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო”. არასამთავრობო ორგანიზაციამ საჯარო სამსახურების სახელფასო და საშტატო ნუსხები შეისწავლა და დაასკვნა, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ანაზღაურების დაფინანსება 360 მილიონით, შტატების რაოდენობა კი 2 ათასით არის გაზრდილი.

ორგანიზაციის იურისტთა ასოციაციის იურისტის გიორგი ჩიხლაძის განმარტებით, აღნიშნული მონაცემებით, ამ რაოდენობის მოხელეთა ანაზღაურების დაფინანსება ბიუჯეტს 17 მილიონი ლარით მეტი უჯდება.

„რაოდენობის მიხედვით ეს არის დაახლოებით 2 ათასი საჯარო მოსამსახურე დამატებით. მხოლოდ   სახელფასო ხარჯი აი ამ მონაცების გათვალისწინებით, დაახლოებით, დამატებით 17 მილიონია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იმის შანსი, რომ ეს იყოს ბოროტად და არამიზნობრივად გამოყენებული, არსებობს,” - აცხადებს ჩიხლაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციას იზიარებს ოპოზიციაც. საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ შტატები ხელოვნურად იზრდება, რათა მოხდეს წინასაარჩევნოდ ამომრჩეველთა მობილიზება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე აკრიტიკებენ ხელისუფლებას ბიუჯეტში მიმდინარე წლის თანხების აუთვისებლობის გამო, რაც, მათი მტკიცებით, მათი არაეფექტური მუშაობისა და არაკომპეტენტურობის ბრალია.

ამავე თემაზე
დღის ამბები