03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
„რადგან ჩვენი წინაპარი ოქროსკენ ისწრაფვოდა, ამიტომ თანამედროვე თაობებს ეს აეკრძალათ?“ - არჩილ კბილაშვილი

„რადგან ჩვენი წინაპარი ოქროსკენ ისწრაფვოდა, ამიტომ თანამედროვე თაობებს ეს აეკრძალათ?“-ეს განცხადება გადაცემა „არჩევანში“ "არ-ემ-ჯის" სამართლებრივმა მრჩეველმა, არჩილ კბილაშვილმა, საყდრისთან დაკავშირებით გააკეთა.

მისივე თქმით, "კანონის ასპექტში ეს არის არქეოლოგიური ობიექტი ისევე, როგორც იგივე ვარძია და სხვეტიცხოველი". თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, საყდრისს ვერც ერთ მათგანს ვერ შეადარებს.

„ერთმანეთს არ შევადარებ იმიტომ, რომ ვარძია არის  თავდაცვის ციტადელი, სვეტიცხოველი კი სულიერების ძეგლი,“ - აღნიშნა კბილაშვილმა და  აქვე განმარტა, რომ ადამიანის ვნება ყოველთვის ისწაფვოდა ოქროს მოპოვებისკენ და საყდრისი არ არის იმ დონის, როგორც მის მიერ დასახელებული ძეგლები. 

ამ უკანასკელზე კი მან ასევე „არჩევანის“ სტუდიაში მყოფი ხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონიასგან მიიღო პასუხი: „ვნება უნდა აგვეფეთქებინა და სულიერება გადაგვერჩინა.“   

დღის ამბები