03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
"თქვენ ფეხებზე გკიდიათ ეს ყველაფერი," - ნინო მიქიაშვილი კულტურის მინისტრის მოადგილეს

ჟურნალისტმა ნინო მიქიაშვილმა კულტურის სამინისტროს კიდევ ერთ ფაქტზე მოსთხოვა პასუხი. საქმე ეხება ავტომაგისტრალის რუის-ურბნისის აგარის მონაკვეთის მშენებლობას, სადაც ასევე განადგურდა მეორე-მესამე ათასწლეულის სამარხები.

ჟურნალისტი ეროვნული სააგენტოს მიერ კიდევ ერთ გარიგებაზე ისაუბრს და თქვა, რომ ხელისუფელბას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა "ფეხებზე ჰკიდია."

"საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ნაცვლად იმისა, რომ გამოეყენებინა კანონით გათვალსიწინებული სანქციები, არჩია, გარიგებოდა სამშენებლო კომპანიას და გაეგზავნა მათთვის არქეოლოგი, რომელიც ასევე ხელს აწერს საყდრისის საქმესაც," - აცხადებს ნინო მიქიაშვილი.

მიქიაშვილის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე კულტურის მინისტრის მოადგილემ, ლევან ხარატიშვილმა, გადაცემა "არჩევანში" თქვა, რომ სამინისტროს ეს საქმე არ ეხება და მთავარ ადრესატად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაასახელა. თუმცა, სააგენტოს ხელმძღვანელს, ნიკოლოზ ანთიძეს, ამ საქმეზე კომენტარი გადაცემაში არ გაუკეთებია.

 

დღის ამბები