03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
„ეს არის სრულიად ბარბაროსული და ველური ქცევა, რაც ახასიათებს რუსულ ბიზნეს,“ - ნიკა რურუა

„ეს არის სრულიად ბარბაროსული და ველური ქცევა, რაც ახასიათებს რუსულ ბიზნეს,“ - განაცხადა კულტურის ყოფილმა მინისტრმა, ნიკა რურუამ, გადაცემა "არჩევანში".

რურუამ გადაცემაში გაიხსენა მისი მინისტრობის პერიოდი და თქვა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, გარდამავალ პერიოდში ყოფნის დროსნ მასთანაც მივიდნენ ამ კომპანიის წარმომადგენლები და სთხოვეს საყდრისისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მოხსნა, რაზეც მან უარი უთხრა.

კულტურის ყოფილი მინისტრი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ კომპანია "RMG გოლდი" რუსული კომპანიაა და ის დღევანდელი ხელისუფლების ლობირებით მოქმედებს.

"ეს არის რუსული კომპანია, ვინც საყდრისი ააფეთქა. ეს არის ის სტილი, რითიც გამოირჩევა რუსული ბიზნესი. როგორც კი მიეცათ საშუალება, აქაური ლობისტების მეშვეობით ხელში ჩაიგდეს ეს ობიექტი. ეს არის სრულიად ბარბაროსული და ველური ქცევა, რაც ახასიათებს რუსულ ბიზნეს. მათ მიუფურთხებიათ ქართული ერისა და ქართული კულტურის ინტერესებისათვის," - აცხადებს ნიკა რურუა.

დღის ამბები