03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
"მიხეილ გიორგაძეს „ქართუ ბანკის“ ვალების გამო დააბრალეს მინისტრობა," - გივი თარგამაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ კულტურის მინისტრად მიხეილ გიორგაძე სწორედ საყდრისის საკითხის გამო დანიშნეს.

„მინისტს, როგორც შემსრულებელს, რა უნდა მოსთხოვო, რადგან „ქართუ ბანკის“ ვალების გამო დააბრალეს მინისტრობა და დარწმუნებული ვარ, მხოლოდ ამ საკითხის გამო დანიშნეს მინისტრად. მათ ეგონათ, რომ  გიორგაძის სოციალური მდგომარეობა ამ დარტყმას შეანელებდა. პირველივე დღეს გააფუჭეს, როცა გაშვებული ბერიკაშვილი უკან დაუბრუნეს. ეხლა კი ეს გადაწყვეტილება მიაღებინეს,“ - აღნიშნა თარგამაძემ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში.

მან ასევე განაცხადა, რომ  დამნაშავეების დასჯას ყველა ითხოვს, მათ შორის საზოგადოება და თავად პატრიარქი. თუმცა, დასჯა არ არის „კაბინეტიდან გამოთრევა და გაჯოხვა.“

დღის ამბები