03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილმა მთელ ქვეყანას დაანახა შუა თითი," - გივი თარგამაძე

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, გივი თარგამაძემ გადაცემა "არჩევანში" "RMG გოლდის" საქმიანობის უკან ბიძინა ივანიშვილის ინტერესები დაასახელა და თქვა, რომ საყდრისზე "შეტევა" ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს დაიწყო.

ივანიშვილის დავალებით შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელსაც ჰქონდა მიზანი, მოეპოვებინათ საფუძველი, რომ ძეგლის სტატუსი ჩამორთმეოდა საყდრისს.

"სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობა და ერთ დღეში ყველაფრის ფორმალიზება მეტყველებს იმაზე, რომ აქ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებია. ერთადერთი მან დაიკმაყოფილა ფინანსური ინტერესი. დღეს ის თითი, რომელიც ძეგლთა დაცვის სააგენტოს თანამშრომელმა აქციის მონაწილეებს დაანახა, ეს თითი დაანახა ბიძინა ივანიშვილმა მთელს ქვეყანას," - განაცხადა გივი თარგამაძემ.

დღის ამბები