2011 წლის 26 მაისის საქმეზე პროკურატურის მიერ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსნისთვის ბრალდებულად ცნობას ნინო ბურჯანაძე გამოეხმაურა. მისი თქმით, 26 მაისს უდანაშაულო და უიარაღო ადამიანებს ებრძოდნენ.
„ჩვენ დავინახეთ როგორი „ყოჩაღები“ არიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები, როდესაც საკუთარ უიარაღო მოსახლეობას ებრძვიან. როგორი გამალებით გვებრძოდნენ, სრულიად უდანაშაულო და უიარაღო ადამიანებს. ნაციონალურ მოძრაობას არავითარი მორალური და სამართლებრივი უფლება არ აქვს ხელისუფლებაში მოსვლაზე, დემოკრატიულ ფასეულობაზე,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ნინო ბურჯანაძის თქმით, მისი პარტიის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, 26 მაისის საქმეს ბოლომდე გამოიძიებენ და დამნაშავეები დაისჯებიან.
„პირველ რიგში, სააკაშვილი უნდა დაისაჯოს, შემდეგ იერარქიის მიხედვით,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
ავტორი: ანა წერეთელი.