03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
„საყდრისის მცველებმა" ნიკოლოზ ანთიძის პრესკონფერენცია ჩაშალეს [ვიდეო]

ძეგლთა დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკოლოზ ანთიძეს საკუთარი პრესკონფერენცია დაატოვებინეს.

"სირცხვილი თქვენ," "გაიქეცით, გაიქეცით," - ამ შეძახილებით გააცილეს საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებმა ნიკოლოზ ანთიძე "კვირის" პრესკლუბიდან. 

მათ ანთიძეს პასუხი მოსთხოვეს არქეოლოგიური ობიექტის განადგურებაზე.

"საყდრისის მცველების" თქმით, "ნიკა ანთიძე საკუთარ თავზე iღებდა არქეოლოგიური ძეგლების ნგრევაზე პასუხისმგებლობას.“

ნიკა ანთიძემ მათი მისვლიდან რამდენიმე წუთში ტერიტორია დატოვა. სტუდენტებმა მას სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს და ტაშით გააცილეს.

სტუდენტური მოძრაობა „მწვანე მუშტის" წევრმა სალომე ჭანტურიძემ  განაცხადა, რომ ახალგაზრდები ქუჩებში გააკრავენ ნიკა ანთიძის სახელს და გვარს იმისათვის, რომ ყველას ახსოვდეს ის ისევე, როგორც დღეს ახსოვთ ორჯონიკიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები