20 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არსად არ გვაქვს,"-ნარმანია დედაქალაქში წვიმისგან გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს

თბილისში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ ზიანს ეხმაურება თბილისის მერი დავით ნარმანია. მისი თქმით შესაბამისი სამსახურები მუშაობენ და მიმდინარეობს ვითარების დასტაბილურება.

“ამ წუთისთვის წვიმამ ოდნავ გადაიღო, შესაბამისად მდგომარეობა უფრო სტაბილურია, განსაკუთრებით რთული მდგომარეობა არსად არ გვაქვს. ცალკეულ ტერიტორიებზე არის წყლის დონე მომატებული, თუმცა სანიაღვრე სისტემები შეძლებისდაგვარად ატარებს ამას. ყველაზე მთავარი დატბორვა არის უნივერსიტეტის ქუჩა, დილისისი მიმდებარე ტერიტორია, მარჯვენა სანაპიროს ერთი ნაწილი, არის ასევე გუდამაყრის ქუჩა სადაც ჩამორეცხვა მოხდა. ეტაპობრივად ხდება წყლის გაწოვა,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.

კურიერის პირდაპირ ეთერში დედსქალაქში სექმნილ ვითარებას გამოეხმაურა საგანგებო სიტუაციების მართვის თბილისის სამმართველოს უფროსი დავით ბეროშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან ყველა სახის გართულებისთვის და სამსახური შესაბამის ზომებს მიიღებს.

დღის ამბები