სოხუმის დაცემის წლისთავთან დაკავშირებით შეკრება გმირთა მოედანზე დღის ბოლოდან დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალთან პირველად აფხაზეთის კრების წარმომადგენლები მივიდნენ.
მათ დაღუპული მებრძოლების პატივსაცემად ხმამაღლა ყველა მათგანის გვარები წაიკითხეს. მოეწყო აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტო გამოფენაც. გმირთა მოედანზე იმყოფებოდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. პოლიტიკოსებმა 1993 წლის მოვლენები კიდევ ერთხელ გაიხსენეს.