20 ნოემბერი 2024,   00:52
ვრცლად
რუსთავი2 ემიჯნება უკანონოდ მოპოვებული აუდიოჩანაწერების შინაარსის განხილვას - ნიკა გვარამია

"რუსთავი2 სახელმწიფო გადატრიალებას ემიჯნება, ასევე ემიჯნება ამგვარი ფორმის მასალას," - ეს განცხადება რუსთავი2-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, რამდენიმე წუთის წინ საგანგებო პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

გვარამია ამბობს, რომ რუსთავი2 იღებს და მიიღებს იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც გამომდინარეობს კანონიდან და როგორც არხი თავად თვლის საჭიროდ. 

გვარამია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, გაემიჯნონ სახელმწიფო გადატრიალებას. 

აქვე სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი2 აუცილებლად ჩაატარებს ეგზიტპოლებს 8 ოქტომბერს და ზუსტად 20:00 საათზე გამოაცხადებს და როგორც გვარამია ამბობს, დაიცავს ამომრჩევლის ხმებს. 

"ამ ეგზითპოლებში გაიმარჯვებს ის პარტია, რომელიც რეალურად გაიმარჯვებს. ეს ეგზითპოლები ემსახურება იმას, რომ ამომრჩევლის ხმები დავიცვათ. თუ ცესკოსა და ჩვენს კვლევას შორის იქნება სხვაობა, როგორც იმოქმედებან პოლიტიკოსები, ეს მათი გადასაწყვეტია," - განაცხადა გვარამიამ. 

აქვე სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ რუსთავი2-ის თანამშრომლების აუდიოჩანაწერები არსებობს, რომლის გამოქვეყნებასაც ხელისუფლება გეგმავს. გვარამია ამბობს, რომ ჩანაწერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არის გაკეთებული. 

"ჩემი ინფორმაციით, არსებობს უამრავი აუდიომასალა პირადად ჩემზე და ჩვენს თანამშრომლებზე. ეს არის ჩაწერილი რამდენიმე დისკზე სუს-ის მიერ და ბიძინა ივანიშვილთან არის ატანილი, რომელიც წყვეტს, რა და როგორ გავიდეს," - აცხადებს გვარამია. 

დღის ამბები