03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
"საყდრისის მცველები" პროტესტის უფრო მძიმე ფორმებზე გადადიან

"საყდრისის მცველები" პრეზიდენტს მიმართავენ. მათი მოთხოვნაა, გიორგი მარგველაშვილმა ოფიციალურად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია ისტორიულ საბადოსთან დაკავშირებით.

პარალელურად გრძელდება აქციები და უახლოეს მომავალში, შესაძლოა, სირცხვილის დერფნები ვიხილოთ სახელმწიფო უწყებებთან. მანამდე კი "საყდრისის მცველებმა" კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის პრესკონფერენცია ჩაშალეს.

„მსოფლიოში მსგავსი მეთოდები აპრობირებული არის. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა ამ ძეგლის შენარჩუნება. ყველაფერს ვერ შეინარჩუნებ. ეს იყო არაპოპულარული, თუმცა სწორი გადაწყვეტილება,“ - ამბობს კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, ნიკა ანთიძე.

საბოლოო გადაწყვეტილებას სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელების შესახებ საია დოკუმენტების საფუძვლიანად შესწავლის შემდეგ მიიღებს. მანამდე კი ბრძოლას შედარებით რადიკალური მეთოდებით აგრძელებენ "საყდრისის გადარჩენის კომიტეტის" წევრები.

დღეს ახალგაზრდები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მივიდნენ და გიორგი მარგველაშვილის სახელზე კანცელარიაში მიმართვა დატოვეს. სტუდენტური მოძრაობის წევრებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გაესაუბრა.

საკუთარ პოზიციას ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნების შემდეგ გამოხატავს.

ამავე თემაზე
დღის ამბები