03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
ნახევარი მილიონი ლარი საახალწლოდ ნახევრადგანათებული თბილისისთვის

სადღესასწაულო განათებები, მართალია, ძველი, მაგრამ მაინც დამონტაჟებულია. თუმცა, ყველა მათგანი არ ანათებს და მწყობრიდან გამოსულია.

საკრებულოს ოპოზიციის ინფორმაციით, სადღესასაწაულო განათებისთვის დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. ტენდერში გამარჯვებულმა შპს ”სინათლის ქალაქმა” ეს თანხა ნათურების აღდგენაზე, მონტაჟსა და დემონტაჟზე უნდა დახარჯოს.

საკრებულო ტენდერში განმარჯვებული კომპანიის მიმართ იშვერს ხელს. "სინათლის ქალაქი" კი დროს ითხოვს.

განაახლებენ თუ არა წინასაახალწლო განათებებს დედაქალაქში და როგორ შეხვდება თბილისი 2015 წელს, ეს დეკემბრის ბოლოს გაირკვევა.

დღის ამბები