03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
New York Voices-ს საქველმოქმედო კონცერტს პრემიერი დაესწრო

21 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების დასახმარებლად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში New York Voices-სა და თბილისის სიმფონიური ორკესტრის ერთობლივი საღამო გაიმართა.

გრემის ჯილდოს მფლობელი ამერიკული ვოკალური ჯგუფის კონცერტს პრემიერ-მინისტრი მეუღლესთან ერთად დაესწრო.

ღონისძიებდან შემოსული თანხა, 68 ათასი ლარი, "სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება და ონკოლოგიური დაავადებების მქონე 21 წლამდე ასაკის პაციენტების მკურნალობას მოხმარდება.

დღის ამბები