03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
რამდენად გააძვირებს საკანონმდებლო ცვლილებები სატელევიზიო რეკლამას?

კამათის ფონზე მიმდინარეობს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა პარლამენტში. სხვადასხვა ტელეკომპანიების წარმომადგენლები ახალ ინიციატივას აპროტესტებდნენ, რომელიც მიხედვითაც ეთერში სარეკლამო დროის განსაზღვრის წესები უნდა შეიცვალოს.

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას თქმით, არანაირი მტკიცებულება არ არსებობს იმისა, რომ ახალი ინიციატივა ბაზარს გაზრდის და არ დააზარალებს.

გვარამია აცხადებს, რომ გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობა მართებს კანონპროექტის ინიციატორს, რადგან ეს მთელ ინდუსტრიასთან მიმართებაში მიღებული კანონპროექტია.

„თუ თქვენ ამ კანონს მიიღებთ, ეს უკვე ხდება პოლიტიკური პასუხისმგებლობის საგანი,“ -განაცხადა გვარამიამ.

ტელეკომპანია „კავკასიას“ ხელმძღვანელმა ნინო ჯანგირაშვილმა კი განაცხადა, რომ  არ ესმის, რა საჭიროა კანონში ცვლილებების შეტანა, თუ განზრახვა არ არის, რომ ტელევიზიებს მოუსპონ შემოსავალი.

შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად სატელევიზიო ეთერში რეკლამის განთავსების საათობრივი ლიმიტი დაწესდება და ის იქნება არაუმეტეს საათში 15 წუთისა.

მოქმედი კანონით ტელეკომპანიები რეკლამას საეთერო დროის 20 პროცენტს უთმობენ.

ტელევიზიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებები შეამცირებს რეკლამას და ფასს 40-50 პროცენტით გაზრდის. 

ამავე თემაზე
დღის ამბები