03 ოქტომბერი 2024,   13:21
ვრცლად
დღეს ნიკოლოზობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნიკოლოზობას აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით სადღესასწაულო წირვა-ლოცვა საქართველოში მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში შესრულდება. კათოლიკოს-პატრიარქი საღმრთო ლიტურგიას 10 საათზე სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წმინდა ნიკოლოზი მეოთხე საუკუნეში მოღვაწეობდა. წმინდანის ნაწილები იტალიის ქალაქ ბარიში, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაშია დასვენებული და მათ მირონი სდის. მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს - მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარიში გადაასვენეს.
წმინდა ნიკოლოზი მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროზე შეძლებულ და კეთილმსახურ ოჯახში დაიბადა, მშობლებმა აღთქმა დადეს, თუ უფალი მათ მემკვიდრეს უბოძებდა, მასვე მიუძღვნიდნენ.

დღის ამბები