03 ოქტომბერი 2024,   13:19
ვრცლად
რუსულ ბაზარზე მუშაობა უმსხვილესი ბრენდების ნაწილმა შეაჩერა

მსხვილმა დასავლურმა ბრენდებმა რუსეთის მაღაზიებში საკუთარი პროდუქციის შეტანა შეაჩერეს. გავრცელებული ცნობით, რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობა დროებით გაყინეს "ზარამ", "ბერშკამ", "ოიშომ", ასევე "არმანი ჯინსმა", "მაიკლ კორსმა", "კელვინ კლეინმა" და "ტოპ–შოპმა".

როგორც ბრენდების იმპორტიორ კომპანიებში განმარტავენ, გადაწყვეტილება რუბლის კურსის მკვეთრ დაცემას უკავშირდება.

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი ცნობილი კომპანიები რუსეთის ბაზარზე ახალ კოლექციებს იანვრის პირველ კვირამდე არ შეიტანენ.

დღის ამბები