03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
„თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას,“ - პრეზიდენტი საყდრისზე

თითოეული ცივილიზებული ქვეყანა ვალდებულია, მოუაროს საკუთარ კულტურულ მემკვიდრეობას,“ - ამ სიტყვებით იწყება პრეზიდენტის განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე, რომელიც საყდრისთან დაკავშირებით მარგველაშვილმა გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ საყდრისის ოქროს მაღარო ერთ-ერთი უძველესი ქართული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტია.

ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი იდენტობის გამომხატველი თითოეული ნიმუში და ამით დავიცვათ საკუთარი იდენტობასაყდრისის მაღაროს საქმეზე დავა მიმდინარეობს სასამართლოში. ყველა ვალდებულია დაელოდოს სასამართლო პროცესის დასრულებას და შემდეგ აღასრულოს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება. მანამდე კი დაუშვებელია ობიექტზე ფართომასშტაბიანი სამუშაოების წარმოება.   

ამას გარდა, მიმაჩნია, რომ ამ საკითხთან მიმართებით სახელმწიფომ უნდა იმოქმედოს კანონის შესაბამისად, უზრუნველყოს პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა საზოგადოების დაინტერესებული ჯგუფების მონაწილეობით,” - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

დღესვე პრეზიდენტს საყდრისის გადარჩენის კომიტეტის წევრები შეხვდნენ და საკუთარი პოზიცია გააცნეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები