03 ოქტომბერი 2024,   13:20
ვრცლად
შენობა, სადაც დევნილები უნდა შეესახლებინათ, დაინგრა [ფოტო-ვიდეო]

ქალაქ გორში შენობა, სადაც ერთ თვეში დევნილები უნდა შეესახლებინათ, ნაწილობრივ დაინგრა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

„კურიერის“ კორესპოდენტის ინფორმაციით, ჩამოინგრა ყოფილი საავადმყოფოს შენობის ნაწილი.

ჩვენი ინფორმაციით, შენობას ბოლო 2 წლის განმავლობაში რეაბილიტაცია უტარდებოდა და მასში ერთ თვეში დევნილები უნდა შეესახლებინათ.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ნგრევის დროს შენობაში დაცვის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. თუმცა, მათ დაზიანებები არა აქვთ მიღებული. 

დღის ამბები