03 ოქტომბერი 2024,   13:17
ვრცლად
უკრაინაში დაღუპულ ქართველს თბილისში 23:30 საათზე ჩამოასვენებენ

უკრაინაში ლუგანსკში დაღუპულ ქართველ სამხედროს საქართველოში დღეს ღამით 23:30 საათზე, კიევი-თბილისის რეისით ჩამოასვენებენ.

არსებული ინფორმაციით, აეროპორტში ოჯახის წევრები და გარდაცვლილის მეგობრები შეიკრიბებიან.

შეგახსენებთ, რომ დღეს კიევში, მაიდანზე ლუგანსკში დაღუპულ ქართველ და უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგეს.

ალექსანდრე გრიგოლაშვილი უკრაინაში 2 თვის განმავლობაში წინა ხაზზე იბრძოდა და ის გუშინ სნაიპერის ტყვიამ იმსხვერპლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები