03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
დევნილთა საცხოვრებლის ნგრევას გორში დაცვის თანამშრომლები შემთხვევით გადაურჩნენ

გორში მომხდარ ნგრევაზე საქმე 188-ე მუხლის პირველი ნაიწლით არის აღძრული. 

შემთხვევის ადგილზე ჩასული დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილი მომხდარზე პასუხისმგებლობას კომპანია „ბი ემ ჯი“-ს აკისრებს. მისი თქმით, კომპანიის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე ხარვეზები სხვაგანაც გამოვლინდა.

შეგახსენებთ, რომ გორში ყოფილი საავადმყოფოს შენობა, რომელიც დევნილების შესახლებისთვის რემონტდებოდა, ჩამოინგრა.

სარემონტო სამუშაოები დევნილთა და განსახლების სამინისტროს დაკვეთით მიმდინარეობდა, თუმცა ამ ეტაპზე ის შეჩერებული იყო.

სამუშაოების შეჩერების მიზეზი იმ კომპანიის შეცვლა გახდა, რომელმაც შენობის რემონტი დაიწყო. კომპანია „ბი ემ ჯი“-ს კონტრაქტი სამინისტრომ ცოტა ხნის წინ, სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეუჩერა. სამინისტრომ ახალი ტენდერი ჩაატარა, რომელში გამარჯვებულსაც შენობის რეკონსტრუქცია ახალი წლიდან უნდა გაეგრძელებინა.

ნგრევას დაცვის თანამშრომლები შემთხვევით გადაურჩნენ, ისინი შენობის გარეთ იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები