03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
აქცია გორში საბჭოთა სიმბოლიკითა და რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით

სტალინის დაბადებიდან 135 წლისთავს აღნიშნავენ დღეს გორში. ბელადის მშობლიურ ქალაქში კომუნისტები საზოგადოება "სტალინის" წევრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ და იოსებ ბესარიონის ძის მუზეუმთან შეიკრიბნენ.

მათ ყვავილებით შეამკეს სტალინის ბიუსტი, რის შემდეგაც მსვლელობით ადმინისტრაციული შენობისკენ გადაინაცვლეს.

მსვლელობის მონაწილეებმა სტალინის ძეგლის ცენტრალურ მოედანზე დაბრუნება და რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა მოითხოვეს. აქციის მონაწილეები საბჭოთა სიმბოლიკით იყვნენ აღჭურვილი, მათ ხელში წითელი დროშები ეკავათ. ასევე ჰქონდათ ტრანსფარანტი რუსული წარწერით: „რუს ხალხთან ერთად!“ 

დღის ამბები