03 ოქტომბერი 2024,   13:18
ვრცლად
სტუდენტების მოთხოვნებს „არემჯი გოლდისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევაც დაემატა

სტუდენტებმა დღეს კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საყდრისის საბადოს ნგრევა და იქ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები. მათ აქცია „ვაკის პარკთან“ დაიწყეს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან გააგრძელეს და მთავრობის კანცელარიის მიმართულებით დაიძრნენ. მათი პროტესტი გრძელდება. 

სტუდენტების მოთხოვნებს, საყდრისში სამშენებლო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით, დაემატა კიდევ ერთი. ამჯერად აქციის მონაწილეებმა კომპანია „არემჯი გოლდისთვის“, რომელიც საყდრისში სამუშაოებს ასრულებს, ლიცენზიის ჩამორთმევა მოითხოვეს.  

სტუდენტებს დღევანდელ აქციასა და მსვლელობაში, ვაკის პარკიდან მოსეშვილის ქუჩამდე, არასამთავრობოები, არქეოლოგები და საყდრისის დაცვის კომიტეტის წევრებიც შეუერთდნენ. 

დღის ამბები